
მოხარშული ცომი ეკლერისთვის:
1 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა წყალი
4 კვერცხი
150 გრამი კარაქი
მომზადების წესი:
დავადგათ წყალი გაზზე, ავადუღოთ დავამატოთ კარაქი,მივიყვანოთ ადუღებამდე,შემდეგ ნელ პარზე,ნელ ნელა ჩავამატოთ ფქვილი,თან ვურიოთ შეუჩერებლად, რომ ცომი არ დაიწვას,მანამ სანამ ცომი აღარ მიეკრობა ქვაბს ,ამის შემდეგ კიდევ 2-3 წუთი ვურიოთ.გადმოვიღოთ გაზიდან,გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და მიქცერით სათითაოთ დავამატოთ კვერცხი.ცომი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომარაში, პერგამენტის ქაღალდი დავაფინოთ ჟარუნაზე შემდეგ ეკლერს ვაძლევთ სასურველ ფორმას. ეკლერები ერთმანეთსგან უნდა დავაშოროთ 2-3სმ-თი რადგან ის გაიზრდება მოცულობაში გამოცხობისას.
გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე, 35 წუთის განმავლობაში, როდესაც ცომი გაფუვდება და გარედან მოყავისფრდება დაუწიეთ ცეცხლს 10წუთის შემდეგ კი გამორთეთ და გამოიღეთ ჟარუნა. 15-20 წუთი დააცადეთ ეკლერებს შეგრილება და შემდეგ შეგიძლიათ აიღოთ ჟარუნიდან.
კრემი :
1 ჭიქა შაქარი ,.
0.5 ჭიქა ფქვილი.
0.5 ლ რძე.
60-70 გრ კარაქი.
ვანილი.
მომზადების წესი :
ავურიოთ მიქსერით ერთმანეთში: ფქვილი,შაქარი და რძე. მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასის. ამისშემდეგ დავდგათ კრემი გასაციებლად , შემდეგ დავუმატოთ დარბილებული კარაქი ვურიოთ მიქსერით და ბოლოს დავუმატოთ ვანილი.