
ბისკვიტი:
1 ჭიკა ფქვილი
7 კვერცხის გული
0,5 ჭიქა შაქარი
100 გრამი კარაქი
ვანილი
გამაფქვიერებელი
მომზადების წესი:
7 კვერცხის გულს დავუმატოთ 125 გრამი შაქარი,ვანილი და მიქსერით ავთქვიფოთ დიდ სიჩქარეზე, დავუმატოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი და გავაგრძელოთ მიქსერით თქვეფა. ცალკე გადავურიოთ ცომი და გამაფხვიერებელი და ნელნელა ჩავამატოთ კვერცხის მასაში ( უკეთესი იქნება თუ გააგრძელებთ ხელით ) პერგამენტის ქაღალდი ჩავაფინოთ ფორმაში ( 26 დიამეტრიანი ფორმა ) გავასწოროთ და შევდოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ დუხოვკაში 20 წუთით.
სუფლე :
7 კვერცხის ცილა
20 გრამი ჟელატინი
1 ჭიქა შაქარი
170 გრამი კარაქი
სგუშონკა 250 გრამი
ლიმონის წვენი 1/4 ჩაის კოვზი
მომზადების წესი:
20 გრამ ჟელატინს დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი ( ოთახის ტემოერატურის).
მიქსერის თასში მოვათავსოთ 170 გრამი დარბილებული კარაქი და ვთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე, შუქყვეტივ თანდათან დავამატოთ 250 გრამი ( ოთახის ტემპერატურის) სგუშონკა. გაკეთებული კრემი დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე.
უკვე გაფუებული ჟელატინი გადავიტანოთ პატარა ქვაბში და დავუმატოთ 125 გრამი შაქარი.დავდგათ ცეცხლზე შუჩერებლად ვურიოთ სანამ არ მივა 60 გრადუსამდე, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ვაცადოთ გაციება.
7 კვერცხის ცილა ( მაცივრიდან) ავთქვიფოთ მიქსერით მაღალი სიჩქარით,დავუმატოთ 125 გრამი შაქარი,ვანილი,ლიმნის წვენი, და ვურიოთ მანამ სანამ მასა არ გამკვრივდება. ( ჯამის გადმოტრიალებისას მასა არ უნდა მოძრაობდეს) ამის შემდეგ ვაგრძელებთ ისევ თქვეფას და თან ვამატებთ ჟელატინის მასას ( აუცილებელია რომ იყოს გაციებული, ოთახის ტემპერატურაზე). დავუწიოთ მიქსერს სიჩქარე და ნელ ნელა დავუმატოთ მომზადებული კარაქის კრემი.
მომზადებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე ერთი ნაწილი ჩავდოთ ფორმაშ ( 26 დიამეტრი) დავასხათ ზედ მომზადებული კრემის ნახევარი , დავადოთ ზემოდან ბისკვიტის მეორე ნაწილი და გადავანაწილპოთ დანარჩენი კრემი. შევდოთ მაცივარში 2 საათთ, შემდეგ გამოვიღოთ მოვასხათ შოკოლადი და ისევ შევდოთ მაცივარში 1 საათით.
გემრიელად მიირთვით !!!