ყველის კრემ-სუფი

  • მდნარი ყველი – 90 გ
  • კარტოფილი – 220 გ
  • სტაფილო – 50 გ
  • ხახვი – 70 გ
  • ზეთი – 30 მლ
  • წყალი – 200 მლ
  • ნაღები – 120 მლ
  • კარაქი – 30 გ
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით
  • კამა
  • მაგარი სახეობის ყველი – 10 გ

ხახვი დაჭერით წმინდად. სტაფილო – ნახევარწრეებად.

დადგით ქვაბი, გაახურეთ ზეთი და მოხრაკეთ დაჭრილი ბოსტნეული 4-5 წუთის განმავლობაში.

კარტოფილი დაჭერით პატარა კუბიკებად. დაუმატეთ მოხრაკულ ბოსტნეულს, დაასხით იმდენი წყ ალი, რომ დაფაროს კარტოფილი და ხარშეთ 20 წუთი.

დაასხით ნაღები, დაუმატეთ კარაქი და ხარშეთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი მდნარი ყველი.

დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სუფი მზად არის! სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა და გახეხილი მაგარი სახეობის ყველი.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started