ოსტრი

1 კგ. საქონლის მჭლე ხორცი

3 თავი ხახვი

600 გრ პომიდორი

ნიორი – 5 კბილი

ოხრახუში – 1 კონა

ქინძი – 1 კონა

დაფნის ფოთოლი

მარილი

წითელი წიწაკა, დაფქული

მომზადების წესი :

დაჭერით ხორცი პატარა კუბებად.

გაახურეთ ტაფა, დააყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და მოთუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია, დაამატეთ ცოტა წყალი.
როცა თითქმის მზად იქნება ოსტრის ხორცი – გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში.ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;

ამასობაში, პომიდორს გააცალეთ კანი და  დააქუცმაცეთ. სიმარტივის გამო, შეგიძლიათ, ქილაში შენახული პომიდვრები გამოიყენოთ. როცა ხორცი შეიბრაწება – დაასხით პომიდორი და მოთუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. მოშუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია,  გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით !!!

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started