სოკოს კრემ სუპი

  • 500 გ. სოკო
  • 200 გ. ქათმის ფილე
  • 300 გ. კართოფილი
  • 200 გ. ყველი
  • 1.5 ლიტრი წყალი.
  • კამა
  • მარილი, პილპილი
  • 1 თავი ხახვი

მომზადების წესი:

დავჭრათ ქათმის ფილე კუბიკებათ, და მარილიან წყალში მოცხარშოთ 20 წუთი. როდესაც წამოდუღდება დავამატოთ დაჭრილი კართოფილი და კიდე ვადუღოთ 10-15 წუთი.დავჭრათ ხახვი წვრილათ და სოკო თხლათ, დავასხათ ტაფაზე ზეთი მოვშუშოთ ხახცი დაახლოებით 5 წუთი დავამატოთ სოკო და მანამ ვშუშოთ სანამ სითხე ბოლომდე არ ჩაშრება, ბოლოს დაუმატეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ ეს მასა ბულიონს და კიდევ ადუღეთ 5 წუთი.გახეხილი ყველი დაამატეთ სუპში და წვტილათ დაჭრილი კამა. ვაქციოთ ხელის ბლენდერით სუპი პიურის მასათ.

გემრიელად მიირთვით !!!

ტორტი,ჩიტის რძე.

ბისკვიტი:

1 ჭიკა ფქვილი

7 კვერცხის გული

0,5 ჭიქა შაქარი

100 გრამი კარაქი

ვანილი

გამაფქვიერებელი

მომზადების წესი:

7 კვერცხის გულს დავუმატოთ 125 გრამი შაქარი,ვანილი და მიქსერით ავთქვიფოთ დიდ სიჩქარეზე, დავუმატოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი და გავაგრძელოთ მიქსერით თქვეფა. ცალკე გადავურიოთ ცომი და გამაფხვიერებელი და ნელნელა ჩავამატოთ კვერცხის მასაში ( უკეთესი იქნება თუ გააგრძელებთ ხელით ) პერგამენტის ქაღალდი ჩავაფინოთ ფორმაში ( 26 დიამეტრიანი ფორმა ) გავასწოროთ და შევდოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ დუხოვკაში 20 წუთით.

სუფლე :

7 კვერცხის ცილა

20 გრამი ჟელატინი

1 ჭიქა შაქარი

170 გრამი კარაქი

სგუშონკა 250 გრამი

ლიმონის წვენი 1/4 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

20 გრამ ჟელატინს დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი ( ოთახის ტემოერატურის).

მიქსერის თასში მოვათავსოთ 170 გრამი დარბილებული კარაქი და ვთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე, შუქყვეტივ თანდათან დავამატოთ 250 გრამი ( ოთახის ტემპერატურის) სგუშონკა. გაკეთებული კრემი დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე.

უკვე გაფუებული ჟელატინი გადავიტანოთ პატარა ქვაბში და დავუმატოთ 125 გრამი შაქარი.დავდგათ ცეცხლზე შუჩერებლად ვურიოთ სანამ არ მივა 60 გრადუსამდე, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ვაცადოთ გაციება.

7 კვერცხის ცილა ( მაცივრიდან) ავთქვიფოთ მიქსერით მაღალი სიჩქარით,დავუმატოთ 125 გრამი შაქარი,ვანილი,ლიმნის წვენი, და ვურიოთ მანამ სანამ მასა არ გამკვრივდება. ( ჯამის გადმოტრიალებისას მასა არ უნდა მოძრაობდეს) ამის შემდეგ ვაგრძელებთ ისევ თქვეფას და თან ვამატებთ ჟელატინის მასას ( აუცილებელია რომ იყოს გაციებული, ოთახის ტემპერატურაზე). დავუწიოთ მიქსერს სიჩქარე და ნელ ნელა დავუმატოთ მომზადებული კარაქის კრემი.

მომზადებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე ერთი ნაწილი ჩავდოთ ფორმაშ ( 26 დიამეტრი) დავასხათ ზედ მომზადებული კრემის ნახევარი , დავადოთ ზემოდან ბისკვიტის მეორე ნაწილი და გადავანაწილპოთ დანარჩენი კრემი. შევდოთ მაცივარში 2 საათთ, შემდეგ გამოვიღოთ მოვასხათ შოკოლადი და ისევ შევდოთ მაცივარში 1 საათით.

გემრიელად მიირთვით !!!

ეკლერის რეცეპტი

მოხარშული ცომი ეკლერისთვის:

1 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა წყალი

4 კვერცხი

150 გრამი კარაქი

მომზადების წესი:

დავადგათ წყალი გაზზე, ავადუღოთ დავამატოთ კარაქი,მივიყვანოთ ადუღებამდე,შემდეგ ნელ პარზე,ნელ ნელა ჩავამატოთ ფქვილი,თან ვურიოთ შეუჩერებლად, რომ ცომი არ დაიწვას,მანამ სანამ ცომი აღარ მიეკრობა ქვაბს ,ამის შემდეგ კიდევ 2-3 წუთი ვურიოთ.გადმოვიღოთ გაზიდან,გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და მიქცერით სათითაოთ დავამატოთ კვერცხი.ცომი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომარაში, პერგამენტის ქაღალდი დავაფინოთ ჟარუნაზე შემდეგ  ეკლერს ვაძლევთ სასურველ ფორმას. ეკლერები ერთმანეთსგან უნდა დავაშოროთ 2-3სმ-თი რადგან ის გაიზრდება მოცულობაში გამოცხობისას.

გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე, 35 წუთის განმავლობაში,  როდესაც ცომი გაფუვდება და გარედან მოყავისფრდება დაუწიეთ ცეცხლს 10წუთის შემდეგ კი გამორთეთ და გამოიღეთ ჟარუნა. 15-20 წუთი დააცადეთ ეკლერებს შეგრილება და შემდეგ შეგიძლიათ აიღოთ ჟარუნიდან.

კრემი :

1 ჭიქა შაქარი ,.

0.5 ჭიქა ფქვილი.

0.5 ლ  რძე.

60-70 გრ  კარაქი.

ვანილი.

მომზადების წესი :

ავურიოთ მიქსერით ერთმანეთში: ფქვილი,შაქარი და რძე.  მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასის. ამისშემდეგ დავდგათ კრემი გასაციებლად , შემდეგ დავუმატოთ დარბილებული კარაქი ვურიოთ მიქსერით და ბოლოს დავუმატოთ ვანილი.

მეგრული ხარჩოს რეცეპტი:

შემადგენლობა:

1ც საშვალო ზომის ქათამი

ხახვი 3 თავი

ნიორი 2-3 კბილი

პომიდორი 4-5 ც

ნიგოზი 1.5 ჭიქა

ყვითელი ყვავილი 1 ს/კ

ქინძი , რამდენიმე ძირი, დაახლოებით 20-30 გრ

უცხო სუნელი 1.5 ს/კ

ზეთი 1/2 ჭიქა

მარილი, წიწაკა გემოვნებით.

მომზადება:

დავადგათ ქვაბი გასუფთავებული და გარეცხილი ქათამით გაზზე. დუღილიდან 15-20 წუთის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და შევბრაწოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში. როცა შეოქროსფერდება დავამატოთ გახეხილი პომიდორი და კიდევ ცოტა ზეთი,ვშუშოთ, სანამ წვენს არ შეიშრობს, შემდეგ დავამატოთ ნიორი და სუნელები,მარილი,წიწაკა,ქინძი და საწურში გატარებული ქათმის ნახარში. ცალკე, პატარა ჯამში გავხსნათ 1 ჭიქა წყალში გატარებული ნიგოზი, მიღებული მასა შევურიოთ უკვე ადუღებულ ქათმის ბულიონს. ჩავამატოთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები. ვადუღოთ 5-7 წუთი და ბოლოს დავამატოთ ცოტა ხახვი (ნახევარი თავი). ჩვენი კერძი მზად არის.

ასევე სურვილისამებრ მოთუშვის დროს შეგიძლიათ დაამატოთ 2-3 ს/კ სიმინდის ფქვილი. ამით მასა ოდნავ შესქელდება.

გემრიელად მიირთვით !!!

Design a site like this with WordPress.com
Get started