Featured

მეგრული ხარჩოს რეცეპტი:

შემადგენლობა:

1ც საშვალო ზომის ქათამი

ხახვი 3 თავი

ნიორი 2-3 კბილი

პომიდორი 4-5 ც

ნიგოზი 1.5 ჭიქა

ყვითელი ყვავილი 1 ს/კ

ქინძი , რამდენიმე ძირი, დაახლოებით 20-30 გრ

უცხო სუნელი 1.5 ს/კ

ზეთი 1/2 ჭიქა

მარილი, წიწაკა გემოვნებით.

მომზადება:

დავადგათ ქვაბი გასუფთავებული და გარეცხილი ქათამით გაზზე. დუღილიდან 15-20 წუთის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და შევბრაწოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში. როცა შეოქროსფერდება დავამატოთ გახეხილი პომიდორი და კიდევ ცოტა ზეთი,ვშუშოთ, სანამ წვენს არ შეიშრობს, შემდეგ დავამატოთ ნიორი და სუნელები,მარილი,წიწაკა,ქინძი და საწურში გატარებული ქათმის ნახარში. ცალკე, პატარა ჯამში გავხსნათ 1 ჭიქა წყალში გატარებული ნიგოზი, მიღებული მასა შევურიოთ უკვე ადუღებულ ქათმის ბულიონს. ჩავამატოთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები. ვადუღოთ 5-7 წუთი და ბოლოს დავამატოთ ცოტა ხახვი (ნახევარი თავი). ჩვენი კერძი მზად არის.

ასევე სურვილისამებრ მოთუშვის დროს შეგიძლიათ დაამატოთ 2-3 ს/კ სიმინდის ფქვილი. ამით მასა ოდნავ შესქელდება.

გემრიელად მიირთვით !!!

ნაყინი

100   გრამი ნაღების ფხვნილი

12  ლიტრი ცივი რძე

3   ს/კ შაქარი

1   ს/კ კარაქი

ვანილი

ყველა ინგრედიენტი ჩაუმატეთ ცივ რძეს და თქვიფეთ, სანამ კარგად არ შესქელდება.

მიღებული მასა გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში და გაყინეთ, უმჯობესია მთელი ღამით დატოვოთ.

მორთეთ სურვილისამებრ და გემრიელად გაგრილდით!

შოკოლადის მუსი

  • 1 ფილა შოკოლადი
  • 2 ს.კ წყალი
  • 1/4 ს.კ ესპრესოს ფხვნილი
  • 50 გრ  გამდნარი კარაქი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 1 ც კვერცხის ცილა
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ს.კ შაქარი
  • 1/2 ჭიქა ნაღები

მომზადება:

ნაღები ავთქვიფოთ და შევდოთ მაცივარში. ცალკე ჯამში მოვათავსოთ კვერცხის გული და შაქარი და ვთქვიფოთ

მანამ,სანამ არ გათეთრდება. შოკოლადს დავუმატოთ კარაქი,წყალი, ესპრესო  და გავადნოთ ორთქლზე.

შემდეგ დავუმატოთ შაქრის და კვერცხის მასა და ვანილის ექსტრაქტი, კარგად ავურიოთ.

შემდეგ ავთქვიფოთ კვერცხის ცილა გათეთრებამდე და დავამატოთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ ნაღები,

კარგად ავურიოთ და შოკოლადის მუსიც მზად არის. შედეთ მაცივარში 1 საათით და შემდეგ მიირთვით.

გემრიელად მიირთვით !!!

რულეტი

კვერცხი – 4 ცალი
მარილი – 0,1 ჩაის კოვზი
შაქრის ფხვნილი – 1 ჭიქა
ფქვილი – 1 ჭიქა

მომზადების წესი:
კვერცხსა და მარილს მიქსერითავთქვეფთ უწყვეტად. როცა მასა მოცულობით გაიზრდება, ვუმატებთ შაქარს და ნელ-ნელა ვუმატებთ ფქვილს. როცა ცომი მომზადდება – მოათავსეთ ლისტზე, რომელიც პერგამენტით არის დაფარული და ზეთი აქვს წასმული. შემდეგ შედგით ჰაერღუმელში 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
როგორც კი გამოიღებთ, სანამ გაგრილდება, წაუსვით ნებისმიერი გულსართი, ტკბილი ხაჭო იქნება თუ მურაბა, ჯემი, რაც გინდათ, და რულეტივით დაახვიეთ.

გემრიელად მიირთვით !!!

ყველის კრემ-სუფი

  • მდნარი ყველი – 90 გ
  • კარტოფილი – 220 გ
  • სტაფილო – 50 გ
  • ხახვი – 70 გ
  • ზეთი – 30 მლ
  • წყალი – 200 მლ
  • ნაღები – 120 მლ
  • კარაქი – 30 გ
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით
  • კამა
  • მაგარი სახეობის ყველი – 10 გ

ხახვი დაჭერით წმინდად. სტაფილო – ნახევარწრეებად.

დადგით ქვაბი, გაახურეთ ზეთი და მოხრაკეთ დაჭრილი ბოსტნეული 4-5 წუთის განმავლობაში.

კარტოფილი დაჭერით პატარა კუბიკებად. დაუმატეთ მოხრაკულ ბოსტნეულს, დაასხით იმდენი წყ ალი, რომ დაფაროს კარტოფილი და ხარშეთ 20 წუთი.

დაასხით ნაღები, დაუმატეთ კარაქი და ხარშეთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი მდნარი ყველი.

დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სუფი მზად არის! სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა და გახეხილი მაგარი სახეობის ყველი.

გამომცხვარი გოგრის,კრემ-სუპი

  • გოგრა – 1/4
  • ბულიონი ან წყალი
  • კარტოფილი – 200 გ
  • მდნარი ყველი – 1 შეკვრა (170-200 გ)
  • პაპრიკა, შებოლილი – მწიკვი, ან დაფქული პაპრიკა 0,5 ჩ/კ
  • დაფქვილი წითელი წიწაკა – მწიკვი
  • ტკბილი ჩილი-სოუსი

გოგრა დაჭერით, გაათავისუფლეთ თესლისგან და შეწვით ღუმელში 180 გრადუსზე. არომატისთვის კარგი იქნება, თუკი ღუმელის ფირფიტაზე დაალაგებთ რამდენიმე  ნაჭერ სალას ან ბეკონს. შემწვარ გოგრას გააცალეთ კანი.

გაფცქვენით კარტოფილი, გარეცხეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. ჩაყარეთ პატარა ქვაბში კარტოფილი, შემწვარი გოგრა და დაასხით წყალი ან ბულიონი იმდენი, რომ ნახევრად დაფაროს ბოსტნეული. დადგით ქვაბი ცეცხლზე და ხარშეთ კარტოფილის მოხარშვამდე, დაახლოებით 10 წუთი.

დაუმატეთ პაპრიკა, ჩილი-სოუსი,  წიწაკა, მდნარი ყველი და ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მარილი დაუმატეთ სულ ბოლოს, გასინჯეთ და ისე, რადგან ყველს აქვს თავისი მარილი და არ დაგიმლაშდეთ.

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ თეფშებზე ცოტაოდენი პაპრიკა.

გემრიელად მიირთვით!

ისპანახისა და ბროკოლის კრემსუპი

  • ბროკოლი – 300 გ
  • ისპანახი – 1 კონა
  • კარტოფილი – 1 ცალი, მოზრდილი
  • მწვანე ხახვი – 1 კონა
  • მარილი და წიწაკა
  • ნაღები – 100 მლ
  • ზეითუნის ზეთი

ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში, დავასხათ წყალი და დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი. მოვხარშოთ. დავუმატოთ
გარჩეული და გარეცხილი ბროკოლი. ვადუღოთ ზუსტად 3 წთ. ჩავუმატოთ ისპანახი და ისევ წამოვადუღოთ, შევკაზმოთ
მარილით და წიწაკით, გადავიტანოთ ბლენდერში და ნაღებთან ერთად ავთქვიფოთ.

ოსტრი

1 კგ. საქონლის მჭლე ხორცი

3 თავი ხახვი

600 გრ პომიდორი

ნიორი – 5 კბილი

ოხრახუში – 1 კონა

ქინძი – 1 კონა

დაფნის ფოთოლი

მარილი

წითელი წიწაკა, დაფქული

მომზადების წესი :

დაჭერით ხორცი პატარა კუბებად.

გაახურეთ ტაფა, დააყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და მოთუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია, დაამატეთ ცოტა წყალი.
როცა თითქმის მზად იქნება ოსტრის ხორცი – გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში.ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;

ამასობაში, პომიდორს გააცალეთ კანი და  დააქუცმაცეთ. სიმარტივის გამო, შეგიძლიათ, ქილაში შენახული პომიდვრები გამოიყენოთ. როცა ხორცი შეიბრაწება – დაასხით პომიდორი და მოთუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. მოშუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია,  გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით !!!

საცივი

1ც. ინდაური ან ქათმის ხორცი

2 თავი ხახვი.

1 ჩ/კ უცხო სუნელი

1.5 ჩ/კ დარიჩინი

1 ჩ/კ წიწაკა

1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი

1 ჩ/კ ხმელი ქინძი

5-6 კბილი ნიორი

5 ც. მიხაკი

მარილი გემოვნებით

600 გრ. ნიგოზი

1.5 ს/კ ძმარი

1 ს/კ ფქვილი

მომზადების წესი:

ინდაურის ან ქათმის ხორცს წავუსვათ მარილი მოვათავსოთ ქვაბში დავასხათ 2 ლიტრი წყალი და ვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ ხორცი და შევდოთ ღუმელში შესაწვავად, როდესაც კარგად დაიბრაწება გამოვიღოთ ხორცი და დავჭრათ.მანამდე გადავწუროთ ნახარში. დაბლენდერებული ხახვი მოვშუშოთ ბულიონის ცხიმში.ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში წვრილ ბადეში ორჯერ ან ბლენდერში დაფქვით. მასთან ერთად გაატარეთ ნიორიც. დაამატეთ სუნელები და ხელით კარგად დაზილეთ.დამუშავებულ ნიგოზს დაასხით მდუღარე ბულიონი  და კარგად გახსენით სასურველი სისქის მიღებამდე. გემოვნებით დაამატეთ მარილი და წიწაკა.ეს მასა ჯერ ოთახის ტემპერატურაზე გაგრილეთ, შემდეგ ჩაალაგეთ მასში ინდაურის ან ქათმის ნაჭრები და შედგით მაცივარში მინიმუმ 3-4 საათი.

გემრიელად მიირთით !!!

შქმერული

1 ც.ქათამი.

1 ჩ/კ ქინძის სუნელი

500 მლ. რძე

1 ჩ/კ უცხო სუნელი

1 თავი ნიორი

2 ს/კ კარაქი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ქათამი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად წავუსვათ მარილი და შევწვათ კარაქში ტაფაზე, როდესაც შეიწვება დროებით გადავდოთ. ტაფაში დარჩენილ ცხიმს დავამატოთ ცოტაოდენი წყალი, 1 ჩაის კოვზი უცხო და 1 ჩაის კოვზი ქინძის სუნელი,დაჭყლეტილი ნიორი ,როდესაც წამოდუღდება, ჩავასხათ რძე და ვადუღოთ მანამ სანამ რძე ცოტა არ დაშრება. შიგნით ჩავაწყოთ შემწვარი ქათმის ნაჭრები დავაფაროთ თავსახური და კვლავ წამოვადუღოთ. შქმერული მზად არის! სურვილისამებრ, შეგიძლიათ კეცზე გადაიტანოთ და ცოტა წამოვადუღოთ.

გემრიელად მიირთვით !!!

ჩაქაფული

  • 1 კგ ბატკნის ან ხბოს ხორცი
  • 250 გ ტყემალი
  • 2 კონა მწვანე ხახვი
  • 7კნა ტარხუნა
  • 40 გრ ქინძი
  • 30გ წიწმატი
  • 25გ ოხრახუში
  • 500 მლ თეთრი ღვინო
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მარილი,მწვანე წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

ხორცი დაჭერით საშუალო ან პატარა ზომის ნაჭრებად.დაჭერით ხახვი, ტარხუნა, ქინძი,ოხრახუში,წიწმატი,ნიორი.ქვაბში პირველ ფენად ჩააწყვეთ ხორცი, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და რამდენიმე ტყემალი.ბოლომდე ასე ფენა-ფენა ჩააწყვეთ ხორცი, ტყემალი და მაწვანილი. მოასხით თეთრი ღვინო.(1 ჭიქა წყალი, სურვილისამებრ).ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით და თავსახური დაახურეთ, როდესაც ჩაქაფული მზად იქნება, ჩაამატეთ ცოტა ტარხუნა,მწვანე ხახვი და ქინძი.ცეცხლიდან გადმოდგით. კერძი მზადა.

გემრიელად მიირთვით!!!

Design a site like this with WordPress.com
Get started